მთავარი გვერდი
- მთავარი გვერდი
- ჩემი cv
- პროფესიული განვითარება
- თემატური გეგმები
- პროექტები
- სამოდელო გაკვეთილები (გეგმები, ანგარიშები)
- გამოყენებული მეთოდები/ სტრატეგიები
- ჩემ მიერ შექმნილი რესურსები
- ჩემ მიერ შექმნილი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო რესურსები
- შეფასების სქემები
- ტესტები,შემაჯამებელი წერები
- მოსწავლეების აქტივობები
- მოსწავლეთა მიღწევები
- სადამრიგებლო პროგრამა
- თანამშრომლობა კოლეგებთან
- ჩემი საგანმანათლებლო ბლოგი
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
среда, 28 декабря 2011 г.
пятница, 16 декабря 2011 г.
გილოცავთ ბარბარობას
წმიდა დიდმოწამე ბარბარე (IVს.)
ხსენება 4(17) დეკემბერი
წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.

пятница, 9 декабря 2011 г.
вторник, 29 ноября 2011 г.
ნოემბრის თოვლი...
თბილისში პირველი თოვლი მოვიდა...2011წლის 25ნოემბერი...სკოლის ეზოში მოსწავლეებთან ერთად კარგად ვიგუნდავე,გავიხსენე ბავშობა...
суббота, 26 ноября 2011 г.
пятница, 25 ноября 2011 г.
მოგილოცავთ გიორგობის დღესასწაულს
გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს.
დაესწარით მრავალს თქვენს საყვარელ
ადამიანებთან ერთად, გფარავდეთ მისი მადლი თქვენც
და სრულიად საქართველოს...
გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში (დაახლოებით 275 წელს). იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხნორია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.
суббота, 19 ноября 2011 г.
სადამრიგებლო კლასი
მყავს ახალი სადამრიგებლო მე-5კლასი.
მუშაობის პრინციპები
ჩემი სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:
· აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართულია პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ.
· შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად, ჩემი ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
· მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას.მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მივცეთ მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესები. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
· თანამშრომლობის პრინციპი - ჩემი ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
среда, 13 июля 2011 г.
понедельник, 24 января 2011 г.
пятница, 7 января 2011 г.
воскресенье, 2 января 2011 г.
Подписаться на:
Сообщения
(
Atom
)