სენეკა: როდესაც ვასწავლით, თავად ვსწავლობთ. ლეონარდო და ვინჩი: არასოდეს ვიღლები სხვების სამსახურში. ვოლტერი:-არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს. მონტენი:-ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი...
Показаны сообщения с ярлыком იცით თუ არა რომ…. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком იცით თუ არა რომ…. Показать все сообщения

суббота, 8 декабря 2012 г.

ინდიგოს ბავშვები


  ტერმინი “ინდიგოს ბავშვები” პირველად გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ-ერთ წიგნში (მისი და ასევე სხვა ექსტრასენსების მტკიცებით ამ ბავშვებს ინდიგოსფერი, უფრო, მუქი იისფერი აურა ჰქონდათ და სწორედ აურის ფერის გამო ეწოდათ მათ “ინდიგოს ბავშვები”). თუმცა ამ ტერმინის დამკვიდრება მოხდა1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც გამოიცა ცნობილი ამერიკელი მწერლის ლი კეროლის წიგნი “ინდიგოს ბავშვები”. “ინდიგოს ბავშვებს” უწოდებენ ასევე “ახალი ცნობიერების ადამიანებს”, “იისფერი რასის წარმომადგენლებს”, “ზეციურ მოციქულებს”, `”ათასწლეულის ბავშვებს”, ზოგი მეცნიერი მათ “NEW AGE”-ს (ნიუ ეიჯის), ანუ “ახალ ეპოქის ადამიანებს” უწოდებს.

ინდიგოს ბავშვების დაბადების პერიოდი

კეროლის აზრით, ინდიგოს პირველი თაობის დაბადების პერიოდად 1970-იანი წლები უნდა მივიჩნიოთ – ამ პერიოდიდან იშვიათად, თუმცა უკვე შესამჩნევი გახდა ასეთი ბავშვების დაბადება. XX საუკუნის ბოლოდან კი დაბადებული ბავშვთა დაახლოებით 60-70 პროცენტი ინდიგოს ბავშვად შეიძლება ჩაითვალოს.

понедельник, 13 февраля 2012 г.

საინტერესო ფაქტები ვალენტინობაზე

блестяшки без смс
საშუალოდ, წმინდა ვალენტინის დღეს კაცებს ორჯერ მეტი ეხარჯებათ, ვიდრე ქალებს.
კაცების 1/3 და ქალების 1/5 ამჯობინებს, ამ დღეს საჩუქარი არ მიიღოს.
დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ამ დღეს ყიდულობს საჩუქარს შინაური ცხოველისთვის.
ამერიკელი ქალების 15% საკუთარ თავს უგზავნის ყვავილებს.
იაპონიაში ვალენტინის დღეს ქალები კაცებს შოკოლადს ჩუქნიან. ამ ტრადიციის დამკვიდრებაში დიდი წვლილი შოკოლადის მწარმოებელ კომპანიებს მიუძღვით. კაცები სამაგიეროს უბრუნებენ 14 მარტს, რომელსაც თეთრ დღეს ეძახიან.ვალენტინის დღეს დაქორწინდნენ: ელტონ ჯონი და რენატა ბლაუელი, მეგ რაიანი და დენის ქუიდი, პამელა ანდერსონი და ტომი ლი.
1779 წლის 14 თებერვალს ჰავაის აბორიგენებმა დიდი ინგლისელი მკვლევარი და მოგზაური, ჯეიმს კუკი მოკლეს.
ვალენტინობის დღესასწაულზე და წინა ორ დღეს დაახლოებით 110 მილიონი ვარდი იყიდება, უმეტესად წითელი ფერის.
ვალენტინობის დღესასწაულზე გულის ფორმის 35 მილიონ შოკოლადს გზავნიან საჩუქრად.
კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში სამი წმინდანი არსებობს ვალენტინის სახელით, აქედან ნებისმიერი შეიძლება იყოს დღესასწაულთან კავშირში.
შუასაუკუნეებში მანდილოსნებს სჯეროდათ, რომ რომელ მამაკაცსაც დაინახავდნენ პირველად ამ დღეს, მომავალში მათი ქმარი გახდებოდა.
14 თებერვალს ბევრი ჩიტი წყვილდება. ამის გამო ზოგი მიიჩნევს, რომ დღესასწაულს სათავე მათგან მიეცა.
ძველი ცრურწმენით, თუკი ვალენტინობის დღესასწაულზე გაუთხოვარ ქალს გულწითელა გადაუფრენს თავზე, მეზღვაურს გაჰყვება ცოლად. ბეღურა ღარიბი კაცის, მაგრამ ბედნიერი ცხოვრების ანალოგია, ჩიტბატონა კი მდიდარი ქმრის.
ქალაქ ვერონაში ჯულიეტას სახელზე ყოველ წელს 1000-მდე ვალენტინის ბარათი იგზავნება.

ბარათების მწარმოებელი ამერიკული ფირმა “ჰოლმარკი” 1330 სახის განსხვავებულ ბარათს აწარმოებს ვალენტინის დღესასწაულისთვის.
ვიქტორიანულ ეპოქაში ვალენტინის ბარათზე ხელის მოწერა უიღბლობის მომტანად ითვლებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტს პირველად ფოტო 1849 წლის 14 თებერვალს გადაუღეს. ფოტოგრაფი იყო მეთიუ ბრეიდი, პრეზიდენტი კი ჯეიმს პოლკი.
გული სიყვარულისა და ვალენტინობის სიმბოლოა. ანტიკურ კულტურაში ის სულის სამყოფელად მიიჩნეოდა, სხვების აზრით, ემოციებისა და აზროვნების წყარო იყო, კაცებისთვის – ძლიერების, კეთილშობილებისა და სამართლიანობის მიმცემი. გული სიყვარულთან ასოცირდებოდა, რადგან ბერძნული ეროსისა და რომაული კუპიდონის სამიზნე იყო. მათი ნასროლი ისარი სამუდამო სიყვარულს ბადებდა ადამიანში.
ყველაზე ძველი ბარათი ამ დღეს, როგორც ცნობილია, 1415 წელს გაიგზავნა ორლეანის ჰერცოგის მიერ მისი ფრანგი ცოლის მისამართით. ამჟამად ეს ბარათი ლონდონის მუზეუმში ინახება.

ვალენტინობა...

Сердце

როგორც ვიკი დეიდა გვამცნობს ლუპერკალია – ეროტიული დღესასწაული იყო ქალღმერთ ჯუნო ფებრუატა და ღმერთ ფავნასადმი მიძღვნილი. ეს დღე აღინიშნებოდა 14 თებერვალს. მრავალი წლის მანძილზე ხალხში მტკიცედ დამკვიდრდა ეს დღე. ყოველი წლის 15 თებერვალს Lupercalia დღეს მსხვერპლად შეწირავდნენ ცხოველებს, მათი ტყავისაგან კი  მათრახებს აკეთებდნენ, რომლებითაც შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცები ქალებს მოერეკებოდნენ წკეპლით ქალაქში. ქალები კი ამ წკეპლას იღებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი გახდა რომში, სადაც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ. დღესასწაულის ბოლოს კი ნაცემი ქალები სრულიად შიშვლდებოდნენ…
თუმცა, უფრო რომანტიული ლეგენდისადა მიხედვით….
494 წელს რომის პაპმა გელასიი პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით, რადგან ხალხი 14 თებერვალს მაინც სიყვარულის დღედ მიიჩნევდა.
წმინდა ვალენტინი 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა კლაუდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა ქრისტიანული წესების აღსრულების გამო. ლეგენდის თანახმად, მრისხანე კლაუდიუსი მეფობის დროს მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ჰყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო წმინდა ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან დამალულად მაინც აღასრულებდა.  წმინდა ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელსაც შემდგომში ვალენტინად მოიხსენიებენ. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს.
1969 წელს ეს დღე კალენდარში შეიტანეს. ამგვარად, ყოველ 14 თებერვალს კათოლიკე ბიჭები უძღვნიან გოგონებს სასიყვარულო ბარათებს ”ვალენტინებს”. ასე ჩაანაცვლა ცრუმორწმუნე აღვირახსნილი ლუკრეციის დღესასწაული წმინდა ვალენტინის ხსენების დღემ, რომელიც თავის სიყვარულს ლამაზი ბარათით გამოხატავდა და წმინდა ქორწინების გულისთვის სიკვდილით დასაჯეს.