სენეკა: როდესაც ვასწავლით, თავად ვსწავლობთ. ლეონარდო და ვინჩი: არასოდეს ვიღლები სხვების სამსახურში. ვოლტერი:-არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს. მონტენი:-ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი...

суббота, 30 апреля 2016 г.

შეფასების ჯგუფის ტრენინგზე

ტრენინგის მიზანი:
•მასწავლებლის შეფასების ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობების გააზრება მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასების პროცესში;
•მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის სტრუქტურისა და  სქემით გათვალისწინებული აქტივობების დასადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალის გაცნობა;
•მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასების წესის, პროცედურებისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა;
•იმ რესურსის ტიპების გაცნობა, რომლებიც შეფასდება სქემის ფარგლებში;
•სასწავლო რესურსის შეფასების რუბრიკის პრაქტიკული გამოყენება;
•მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასება.