სენეკა: როდესაც ვასწავლით, თავად ვსწავლობთ. ლეონარდო და ვინჩი: არასოდეს ვიღლები სხვების სამსახურში. ვოლტერი:-არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს. მონტენი:-ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი...

пятница, 24 октября 2014 г.

როგორ აღვზარდოთ ბავშვი? – დედა ტერეზას რჩევები


 დედა ტერეზას რჩევები მშობლებს: 

 1. ყურადღება მიაქციეთ იმას,რას ეუბნებით ბავშვს.ხშირად უფროსები მოზარდს უტვინოს,სულელსა და ზარმაცს უწოდებენ.ამ სიტყვებითშესაძლოადაღუპოთ ბავშვი ამას თუ შვილს პატარაობიდან ჩაუნერგავთ,ის მართლაც ასეთად გაიზრდება. 

2. ნუ შეაშინებთ ბავშვს პოლიციითურჩხულებითმგლებითა და ბუებითეს მათ არცგააკეთილშობილებს და არც დააჭკვიანებს. 
 3. გაზარდეთ თქვენი პირმშო თქვენ მიერ მიცემული კარგი მაგალითებითბავშვებს საერთოდარ აინტერესებთ თქვენი რჩევები და ნოტაციებიისინი ხედავენ მშობლის ქცევებს და არ ესმითმათი სიტყვები. 
4. ნებისმიერ სიტუაციაში იყავით ღირსეული თქვენი შვილის თვალშიარ გამოააშკარაოთთქვენი სისუსტეები და უარყოფითი მხარეები მის წინაშეროცა ბავშვები მშობლის სუსტმხარეებს ხედავენისინი განიცდიან და თვლიანრომ არ ჰყავთ ცხოვრებაში დასაყრდენი. 
 5. ნუ იჩხუბებთ ბავშვების თანდასწრებით.ყოველი ბავშვი თავს პატარად და დაუცველადმიიჩნევსამიტომაც მას სჭირდება ავტორიტეტი და დაცვაგვერდში დგომა არა მხლოდ ფიზიკურადარამედ ფსიქოლოგიურადაც და თუ ბავშვი ესწრება ჩხუბსტყუილს და უსამართლობას,მაშინ თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობს.ეს ხშირად ბევრი ოჯახური თუ საზოგადოებრივი ტრაგედიის მიზეზი ხდება

четверг, 2 октября 2014 г.

რთული ბავშვები და ასაკობრივი კრიზისი “ბავშვის ფსიქოლოგია” რჩევები მშობლებს

„არ შევჭამ…“, „არ დავიძინებ…“, „მეზარება კბილების გახეხვა…“, „მე რატომ უნდა ვიმეცადინო, ხომ ხედავ, ჩემი ძმა(და) არაფერს აკეთებს…“…ნაცნობი სიტუაციაა? გაგჩენიათ განცდა, რომ თქვენი დამჯერი შვილი ერთ დღეში შეიცვალა? ბავშვი უცბად გახდა ჯიუტი,მომთხოვნი,გაღიზიანებული. რა თქმა უნდა, ცვლილებები ნელ–ნელა იწყება, უბრალოდ ყურადრების გამახვილება უკვე გამწვავებულ პერიოდშიხდება. მსგავს პრობლემას პრაქტიკულად ყველა მშობელი აწყდება. მინდა დაგამშვიდოთ, რომ ასეთი ცვლილებები ნორმალურია და  გარკვეულკანონზომიერებას ემორჩილება. ბავშვი არათანმიმდევრულად ვითარდება.იგი ხან მშვიდ და სტაბილურ პერიოდებს გადის, ხანაც – ე.წ. კრიზისულს.