სენეკა: როდესაც ვასწავლით, თავად ვსწავლობთ. ლეონარდო და ვინჩი: არასოდეს ვიღლები სხვების სამსახურში. ვოლტერი:-არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს. მონტენი:-ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი...

воскресенье, 15 декабря 2013 г.

სადამრიგებლო კლასთან ერთად

 სადამრიგებლო კლასის  მშობლებთან ერთად დავგეგმეთ და 07.12.13  გავმართეთ
 "ბენუარ ლაუნჯში"  შემეცნებით - გასართობი ღონისღიება.მოსწავლეები,მშობლები და პედაგოგები  არაფორმალურ ვითარებაში შეხვდნენ  და უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, გაერთნენ და სასიამოვნოდ გაატარეს დრო.

воскресенье, 1 декабря 2013 г.

ჯორჯ პოიას"მასწავლებლის ათი მცნება"

     1.გაინტერესებდეს საქმენი შენნი
     2.იცოდე საგანი შენი.
     3.უწყოდე,რა გზით შეიძლება შენთვის აუცილებელის შესწავლა,რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებაა,ოდეს თავად აღმოაჩენ.
    4.ჰხედვიდე მოწაფეთა სახეებზე ფიქრსა მათსა,რას ელიანშენგან.პატივ-ეც
სატკივარსა მათსა.ძალ- გედვას,მათს ადგილზე საკუთარი თავისა ხილვად.
    5.არა თაყვანი- ეც მწირსა ინფორმაციასა,ისწრაფვოდე,დააჩვიო მოწაფე
სჯასა,თანმიმდევრული მუშაობის უნარსა და კეთილ-ჰყავ წესი აზროვნებისა
მისისა.
   6.დააჩვიე ყმაწვილი მიხვედრასა.
   7.დააჩვიე ყმაწვილიმტკიცების წესსა და რიგსა.
   8.ჰპოვე ამოცანაში ის, რაც საზოგადოა,რაც შეიძლება სხვა ამოცანის ამოხსნაში გამოგადგეს.აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი.
   9.არა აუწყო მოწაფესა შენსა საიდუმლო მეცნიერებისა მყისიერად,რაითა თავად მოწაფემან გამოიცნოს საიდუმლო იგი,ვიდრე განუმარტავდე შენ,თავად იპოვონ,რაც შეიძლება მეტი.
 10.კურთხეულ არს მისახვედრი მითითებანი,იძულებით ნუ მოახვევ შეგირდს საკუთარსა აზრსა. იყო კარგი მასწავლებელი ეს ძალიან რთულია. იყო კარგი მასწავლებელი ეს გმირობის ტოლფასია. იყო კარგი მასწავლებელი ეს ბედნიერებაა.

среда, 13 марта 2013 г.

სადამრიგებლო საათის პროგრამა

სადამრიგებლო საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:

> აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;

> შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;

> მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა - მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;

> თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;

> ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.


სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:

1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;

2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;

3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;

4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.

სასურველია, დამრიგებლის საათი დაწყებით კლასებში მიმდინარეობდეს მოსწავლეებთან საუბრებით, დისკუსიის ფორმატით, დიდაქტიკური ზღაპრების გარჩევით, იმიტირებული თამაშებით. ასევე კარგ შედეგს იძლევა ეპისტოლარული ჟანრი. შესაძლებელია დამრიგებელმა კლასში დადგას "სურვილების ყუთი", სადაც მოსწავლეები ჩაყრიან ფურცლებს, რომლებზეც მათთვის საინტერესო თემებზე მოსაზრებებს გამოთქვამენ. იქვე მითითებული იქნება, აღნიშნული საკითხის განხილვა საჯაროდ სურთ თუ ინდივიდუალურად. ასეთ შემთხვევაში, დამრიგებელი მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმავს შეხვედრის თემას.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სადამრიგებლო საათისთვის წესების შემუშავება. აღნიშნული წესების ფორმულირება პირველივე შეხვედრაზე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, რაც წესები დაირღვევა. დამრიგებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელია შეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისას განიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება. თავდაპირველად დამრიგებელს დიდი ძალისხმევა დასჭირდება პროცესის სამართავად და ფასილიტატორის როლის შესასრულებლად, სანამ მოსწავლეები არ გაითავისებენ ამგვარი შეხვედრების წესებსა და მიმდინარეობის თავისებურებებს.

სასურველია, სადამრიგებლო საათი პირველ კლასში 10-15 წუთს გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა მხოლოდ ერთი სახის აქტივობისგან შედგება (მაგალითად, საუბარი მოსწავლეებთან, ან მხოლოდ დიდაქტიკური ზღაპრის მოსმენა და გარჩევა. პირველკლასელებს ყურადღების აქტიურად მართვა სწორედ 10 - 15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ). უფრო ხანგძლივი შეხვედრა კი (35 - 40 წუთი) მრავალფეროვან დავალებებს, სადისკუსიო თემებს და თამაშებს უნდა ითვალისწინებდეს. დავალებების შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს ჯგუფის სიდიდეს. სასურველია, შეხვედრები წინასწარ იყოს დაგეგმილი. მათი ჩატარება კვირის ბოლოს სჯობს, რათა მოხდეს განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება.

სადამრიგებლო საათის ბოლოს აუცილებელია მოსწავლეებისგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ შეხვედრაზე? რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო? რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ? ეს დაეხმარება დამრიგებელს შემდგომი შეხვედრების მეტად ეფექტიანად დაგეგმვაში.

ასეთი შეხვედრებისთვის ორგანიზების საუკეთესო ფორმა მრგვალი მაგიდა ან წრეში დასხდომაა, ვინაიდან დამრიგებელს შეუძლია თანაბრად დაინახოს ყველა მონაწილე და განსაზღვროს თითოეულის ჩართულობის ხარისხი. ასევე, შესაძლებელია სადამრიგებლო საათი ჩატარდეს სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.
 
 http://mastsavlebeli.ge