სენეკა: როდესაც ვასწავლით, თავად ვსწავლობთ. ლეონარდო და ვინჩი: არასოდეს ვიღლები სხვების სამსახურში. ვოლტერი:-არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს. მონტენი:-ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი...

вторник, 29 ноября 2011 г.

ნოემბრის თოვლი...

თბილისში პირველი თოვლი მოვიდა...2011წლის 25ნოემბერი...სკოლის ეზოში მოსწავლეებთან ერთად კარგად ვიგუნდავე,გავიხსენე ბავშობა...

пятница, 25 ноября 2011 г.

მოგილოცავთ გიორგობის დღესასწაულს


გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს.
დაესწარით მრავალს თქვენს საყვარელ 
ადამიანებთან ერთად, გფარავდეთ მისი მადლი თქვენც 
და სრულიად საქართველოს...


გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში (დაახლოებით 275 წელს). იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხნორია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.

суббота, 19 ноября 2011 г.

სადამრიგებლო კლასი

მყავს ახალი სადამრიგებლო  მე-5კლასი.

  მუშაობის პრინციპები

    ჩემი სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:

·      აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ
·      შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა  - ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად, ჩემი ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო  პირობების შექმნა;
·      მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას.მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მივცეთ მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესები. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად   მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები   და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
·      თანამშრომლობის პრინციპი - ჩემი ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.