სენეკა: როდესაც ვასწავლით, თავად ვსწავლობთ. ლეონარდო და ვინჩი: არასოდეს ვიღლები სხვების სამსახურში. ვოლტერი:-არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს. მონტენი:-ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი...

суббота, 5 мая 2018 г.

საგნობრივ ტრენინგზე


რუსული ენის ტრენინგი - საინტერესო და ნაყოფიერი,


 ტრენინგის მიზანი და მისაღწევი შედეგი:
  •  რუსულისროგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკას,  მის სტილებსა და სტრატეგიებს,   სწავლების თანამედროვე  კომუნიკაციურ მეთოდებს;  
  •  გაკვეთილის მომზადების  დაგეგმვისა და ჩატარების ყველა საფეხურს, სამოდელო გაკვეთილებს;
  •  შეფასების მეთოდებს და კრიტერიუმებს,   მათ შემუშავებასა და ადაპტირებას  სწავლების მოცემულ საფეხურთანსამეტყველო აქტივობებთან.
ტრენერი: მეგი წიკლაური-როსტიაშვილი






воскресенье, 25 марта 2018 г.

TALIS-ის კვლევის კოორდინატორების ტრენინგზე

 სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TALIS) 2008 წლიდან ტარდება და ის კომპლექსურად შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს: პროფესიული განვითარება, შეფასება და უკუკავშირი, პროფესიითა და სამუშაო ადგილით კმაყოფილება, მასწავლებლების სკოლაში საქმიანობა, საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული სტრატეგიები და მეთოდები, ღირებულებები და დამოკიდებულებები.
 სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS-2018) კოორდინატორების ტრენინგი ჩატარდა   - COURTYARD MARRIOTT-ის საკონფერენციო დარბაზში.

вторник, 19 декабря 2017 г.

კაბადოკია-2017 წელი

    "ცოდნის სამარო KU"-ს მიერ გამოცხადებულ 2016-2017 ს/წ კონკურსებში აქტიურად ჩავერთეთ, მივიღეთ მონაწილეობა  და გავიმარჯვეთ. გამარჯვებულ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს ჯილდოდ "ცოდნის სამყარომ" გადმოგვცა 5 დღიანი სამოგზაურო შემეცნებითი ტური კაბადოკიაში... დიდი მადლობა "ცოდნის სამყაროს" ასეთი საოცარი დღეებისთვის...


понедельник, 27 ноября 2017 г.

"ევროპა ჩვენს გაკვეთილზე"

ქალაქ თბილისის N76 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი „ევროპა ჩვენს გაკვეთილზე“ (სწავლება ევროკავშირის შესახებ)
ტრენერი : ლალი ბერიშვილი
მიზანი:  მასწავლებლებისათვის ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სწავლება, თუ როგორ არის შესაძლებელი სხვადასხვა კლასში სხვადასხვა საგნის გაკვეთილზე, საგნის სწავლების პარალელურად, მოსწავლეებმა ევროპის შესახებაც მიიღონ ცოდნა.
  მასწავლებლებმა ტრენინგებზე გავლილი საკითხები ჯგუფებში მიმოვიხილეთ და მიღებული რეკომენდაციების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ ვიმსჯელეთ

суббота, 18 ноября 2017 г.

ტრენინგზე კოლეგებთან ერთად

 ტრენინგი "საგაკვეთილო დაკვირვება".
ტრენინგის მიზნები: მონეწილეები
 გააცნობიერებენ, რომ სასწავლო პროცესზე კოლეგების დაკვირვება არის
მასწავლებელთა პროფესიული თანამშრომლობის საუკეთესო საშუალება,
რომელიც ხელს უწყობს პროფესიულ ზრდასა და სწავლა-სწავლების
პროცესის გაუმჯობესებას. გააცნობიერებენ შეფასების ჯგუფის როლს
„კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტში;
 გაეცნობიან საგაკვეთილო დაკვირვების მიზნებს, მათი წარმართვის
ძირითად პრინციპებს და შეფასების ჯგუფის როლს ამ პროცესებში;
 გააცნობიერებენ განმავითარებელი უკუკავშირის მნიშვნელობას,
გაეცნობიან იმ ძირითად წესებს, რაც უნდა დაიცვას როგორც
უკუკავშირის გამცემმა, ასევე მიმღებმა, რათა შეძლონ განვითარებაზე
ორიენტირებული უკუკავშირის გაცემა;
 გაენობიან გაკვეთილის გეგმის ძირითად კომპონენტებს, შეძლებენ
გაკვეთილის გეგმების შეფასებას;
 შეძლებენ საგაკვეთილო დაკვირვების მთელი პროცესის შეფასებას
შეფასების სქემებზე დაყრდნობით და კოლეგისთვის განმავითარებელი
კომენტარების გაცემას.


აღნიშნული ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი, შედეგიანი და მნიშვნელოვანი იყო.  მსმენელები მთლიანად ვიყავით ფოკუსირებული სატრენინგო თემაზე, გავეცანით ბევრ საინტერესო მასალას და გამოვიყენებთ ჩვენ პედაგოგიურ პრაქტიკაში.

четверг, 15 июня 2017 г.

კოლეგებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე

   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა ნინო ფეტვიაშვილმა რუსულის, როგორც უცხოური ენის, მასწავლებლებთან ორი სამუშაო სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საჯარო და იმ კერძო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებიც ჩართულნი არიან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.
 შეხვედრაზე  გავეცანით აქტიური სწავლების მეთოდებს. პრაქტიკულად განვახორციელეთ და გავაანალიზეთ აქტივობები, როგორც მასწავლებლის ასევე მოსწავლის პოზიციიდან; მივიღეთ რეკომენდაციები პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.

четверг, 13 апреля 2017 г.

2016-2017 ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

                                ჩემი მოსწავლეების მორიგი წარმატება 

     ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გამარჯვებული 76-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, ნინო თამარაშვილი და ალექსანდრა მხოიანი,მიწვეულნი იყვნენ ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში!
" ბაქსვუდი და ის დღეები , რომლებიც მე იქ გავატარე, ნამდვილად განუმეორებელია.. ახალი მეგობრები , გამოცდილება , ემოციები, არასდროს დამავიწყდება .... ვამაყობ , რომ ნამყოფი ვარ ამ მშვენიერ ადგილას , ვარ ამ დიდი ოჯახის წევრი და მინდა , რომ ყოველ მოსწავლეს ჰქონდეს იმის განცდის საშუალება, რაც მე განვიცადე" _აღნიშნავს ნინო თამარაშვილი. 

суббота, 30 апреля 2016 г.

შეფასების ჯგუფის ტრენინგზე

ტრენინგის მიზანი:
მასწავლებლის შეფასების ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობებს გააზრება მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასების პროცესში;
მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის სტრუქტურისა და  სქემით გათვალისწინებული აქტივობების დასადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალის გაცნობა;
მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასების წესის, პროცედურებისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა;
იმ რესურსის ტიპების გაცნობა, რომლებიც შეფასდება სქემის ფარგლებში;
სასწავლო რესურსის შეფასების რუბრიკის პრაქტიკული გამოყენება;
მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასება.


воскресенье, 14 февраля 2016 г.

მადლობა...


კონფერენცია"კატასტროფების რისკის შემცირების საკითხების სწავლება"


განათლებისა  და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიის ორგანიზებით 20.12.15 ჩატარდა კონფერენცია თემაზე "კატასტროფების რისკის შემცირების საკითხების სწავლება"



суббота, 23 мая 2015 г.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

ჩემი მოსწავლე , ნინო თამარაშვილი, 2014-2015 სასწავლო წლის ეროვნულ ოლიმპიადის გამარჯვებულთა სიაში.
ნინოს ვულოცავ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეულ წარმატებას.



суббота, 14 февраля 2015 г.

სემინარი ილიაუნიში...

14 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლამ და კინგსმა 400 მასწავლებელს უმასპინძლეს ილიაუნიში. მასწავლებლებისთვის ილიაუნის განათლების სკოლის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა სოფიო ლობჟანიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგმა მაია წერეთელმა, წაიკითხეს სემინარები თემებზე „მასწავლებლის როლი მოსწავლის მოტივაციურ პროცესებზე“ და „ეფექტური უკუკავშირი“. სემინარებზე დამსწრე ყველა მასწავლებელს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.





შეხვედრა კინგსის გენერალურ დირექტორთან 
სემინარის შემდეგ კოლეგებთან ერთად

понедельник, 29 декабря 2014 г.

კონფერენცია "ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს"

    ჩემმა სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებმა, გვანცა აფაქიძემ, სალომე ზაქარიაძემ  და  თინათინ ივანიშვილმა, გაიმარჯვეს ბლოგების კონკურსში "ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს" . მათ მიიღეს მონაწილეობა კონფერენციაში, რომელიც სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მოეწყო.
   კონფერენციის მიზანი: ბავშვის უფლებების თემაზე მოსწავლეთა ინფორმირება, ტოლერანტობის, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.
    კონფერენციას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი. მათ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს დიპლომებით და ფულადი პრიზებით. 
ქ.თბილისის 76-ე საჯარო სკოლის დირექტორი - ნათია სებისკვერაძე

მე ამაყი ვარ ჩემი მოსწავლეებით, ისინი ნამდვილად კრეატიულად მოაზროვნე ბავშვები არიან, ამაში  ჩემი პატარა წვლილიცაა, მე მჯერა, რომ ისინი არაერთხელ მასახელებენ მე. მთელი სკოლის სახელით ვულოცავ გამარჯვებას. ისინი ნამდვილად ღირსეული მოქალაქეები იზრდებიან. წარმატებები მათ..........

вторник, 16 декабря 2014 г.

ავტომუზეუმში კლასთან ერთად

13.12.14 ვესტუმრეთ თბილისის ავტომუზეუმს 
მიზანი: მოსწავლეების შემეცნებითი განვითარება, თვალსაწიერის გაზრდა, გაეცნონ თბილისის ავტომუზეუმს, რომელიც ახლახანს გამოჩნდა  მსოფლიო ავტომუზეუმების სიაში. მოსწავლეებმა დაათვალიერონ   რარიტეტული ავტომობილები, მოისმინონ მათი შექმნის ისტორია, იმსჯელონ და გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები.



среда, 10 декабря 2014 г.

ბლოგების კონკურსი "ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს"


 ჩვენი კლასის მოსწავლეები, გვანცა აფაქიძე, სალომე ზაქარიაძე  და  თინათინ ივანიშვილი, აქტიურად ჩაერთნენ ბლოგების კონკურსში "ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს".კონკურსის მიზანია:  მოსწავლეებში სოციალური და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. ამ მიზნით შეიქმნა ბლოგი
                uplebebi76.blogspot.com
პირველი სასკოლო ტური წარმატებით გაიარეს. გამარჯვებულები გადავიდნენ მეორე ტურში.
გისურვებთ წარმატებებს.