მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა ნინო ფეტვიაშვილმა რუსულის, როგორც უცხოური ენის, მასწავლებლებთან ორი სამუშაო სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საჯარო და იმ კერძო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებიც ჩართულნი არიან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.
შეხვედრაზე გავეცანით აქტიური სწავლების მეთოდებს. პრაქტიკულად განვახორციელეთ და გავაანალიზეთ აქტივობები, როგორც მასწავლებლის ასევე მოსწავლის პოზიციიდან; მივიღეთ რეკომენდაციები პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.
Комментариев нет :
Отправить комментарий