სენეკა: როდესაც ვასწავლით, თავად ვსწავლობთ. ლეონარდო და ვინჩი: არასოდეს ვიღლები სხვების სამსახურში. ვოლტერი:-არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს. მონტენი:-ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი...

суббота, 8 декабря 2012 г.

EMO

ემო კულტურა
ემო XXI საუკუნის ახალგაზრდული მოძრაობაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში. ემო კულტურა ძალიან განსხვავდება სხვა არსებული კონტრკულტურებისგან, ძირითადად იმით, რომ ის ასაკობრივია: ემო ძირითადად თინეიჯერული მოძრაობაა. რა თქმა უნდა, არსებობენ ემო ჯგუფები, სადაც თინეიჯერებზე ბევრად უფროსი მუსიკოსები უკრავენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ემოები არიან, ემო არამარტო გარეგნულ არამედ მსოფლმხედველურ ერთიანობასაც გულისხმობს.
EMO 

ინდიგოს ბავშვები


  ტერმინი “ინდიგოს ბავშვები” პირველად გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ-ერთ წიგნში (მისი და ასევე სხვა ექსტრასენსების მტკიცებით ამ ბავშვებს ინდიგოსფერი, უფრო, მუქი იისფერი აურა ჰქონდათ და სწორედ აურის ფერის გამო ეწოდათ მათ “ინდიგოს ბავშვები”). თუმცა ამ ტერმინის დამკვიდრება მოხდა1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც გამოიცა ცნობილი ამერიკელი მწერლის ლი კეროლის წიგნი “ინდიგოს ბავშვები”. “ინდიგოს ბავშვებს” უწოდებენ ასევე “ახალი ცნობიერების ადამიანებს”, “იისფერი რასის წარმომადგენლებს”, “ზეციურ მოციქულებს”, `”ათასწლეულის ბავშვებს”, ზოგი მეცნიერი მათ “NEW AGE”-ს (ნიუ ეიჯის), ანუ “ახალ ეპოქის ადამიანებს” უწოდებს.

ინდიგოს ბავშვების დაბადების პერიოდი

კეროლის აზრით, ინდიგოს პირველი თაობის დაბადების პერიოდად 1970-იანი წლები უნდა მივიჩნიოთ – ამ პერიოდიდან იშვიათად, თუმცა უკვე შესამჩნევი გახდა ასეთი ბავშვების დაბადება. XX საუკუნის ბოლოდან კი დაბადებული ბავშვთა დაახლოებით 60-70 პროცენტი ინდიგოს ბავშვად შეიძლება ჩაითვალოს.

воскресенье, 13 мая 2012 г.

თბილისის ბოტანიკური ბაღი

დღეს ბოტანიკურ ბაღში ვისეირნეთ.დიდი ინტერესით  ათვალიერებდნენ  ჩემი მოსწავლეები ფლორიდ მდიდარ კოლექციას.
 ბოტანიკური ბაღის ისტორიიდან
 თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდ. წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში მდებარეობს. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.

1896-1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-58 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის (1812-1878) საფლავია.

ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები. ბოტანიკური ბაღის ფართობია 128 000 ჰექტარი.
     ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ქართველ ბოტანიკოსებთან ერთად მუშაობდნენ რუსი და გერმანელი სპეციალისტები. მოგვიანებით ბაღის ტერიტორიის გასაფართოვებლად შეიძინეს მიწები და გაშენეს ადგილობრივი და ეგზოტიკური მცენარეები. ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების (ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან, ჩრდილო ამერიკიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ჰიმალაის მთებიდან, ციმბირიდან) ფლორის 3500-მდე ნაირსახეობა. მათ შორისაა საქართველოს ენდემური, იშვიათი სახეობები, რაც თბილისის ბოტანიკურ ბაღს უნიკალურს ხდის: მოღვინისფრო პიონი ”მაიკო”, იბერიული ირისი, ჩინური ხიმონანტუსი, ჯუჯა ფიჭვები, ცრატყავა, უთხოვერი. მცენარეების ასეთი მრავაფეროვნება განპირობებულია ბაღის სხვადასხვა რელიეფური და მიკროკლიმატური პირობებით. აქვე გვხვდება ცხოველთ სამყაროს წარმომადგენლებიც: მელიები, ტურები, ზღარბები, ციყვები, კუ, გველები და ა. შ.

1986 წელს საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნა ბოტანიკური ბაღის 350 წლისთავი. ამ თარიღის აღნიშვნიდან რამდენიმე წელიწადში კი ბაღს, ისევე, როგორც მთელ საქართველოს უმძიმესი პერიოდი დაუდგა. 90-იანი წლების განუკითხაობამ და 90-იანი წლების მიწურულის უსახსრობამ ლამის კატასტროფამდე მიიყვანა უნიკალური ბაღი. თუმცა, შემდეგ ვითარება გამოსწორდა. ახლა ისევ თამამად შეგიძლიათ ისიამოვნოთ ბოტანიკური ბაღის საოცარი გარემოთი, ნახოთ ჩანჩქერი და მასზე გადებული ხიდი, იქვე ბამბუკების ჭალაში გადაიაროთ თბილისის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს თაღოვან (ოქოაანთ) ხიდზე, დაათვალიეროთ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაში ჩასმული აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ახვიდეთ “ანგელოზების ბაღად” წოდებულ ზემო პარტერში.ლიტერატურა:
http://ka.wikipedia.org/wiki/თბილისის_ბოტანიკური_ბაღი
http://botanikuri-bagis-istoria.blogspot.com/

ჩემი სადამრიგებლო კლასი ბოტანიკურ ბაღში

среда, 14 марта 2012 г.

დადგა გაზაფხულიიიიიიიიიი

როგორც იქნა დადგა გაზაფხულის პირველი თვეეც … დღეს მზეც კი ანათებდა.ძალიან მიყვარს გაფაზხული. ყველაფერი ყვავის,ხეები კვირტებს იკეთებს,ყვავილებიც ხარობს, ირგვლივ სიცოცხლე სხვანაიირიააა …



пятница, 2 марта 2012 г.

დედის დღე

ჩემო ბლოგის სტუმრებო: დედებო, მომავალო დედებო და ზოგადად ქალებო,
გილოცავთ 3 მარტს - დედის დღეს.
გისურვებთ ულევ სიყვარულს, სიხარულს და ბედნიერებას!გაიხარეთ და გამრავლდით. 
  სწორედ თქვენთვის შევარჩიე ეს მუსიკალური ბარათები ...
Музыкальная открытка от сайта muzotkrytka
МузОткрытка

понедельник, 13 февраля 2012 г.

გილოცავთ ვალენტინობას!!!!!!!!!!!!!

    გილოცავთ ყველას ვალენტინობას,გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, სიყვარულს და ულევ ბედნიერებას. უფალმა დაიფაროს თქვენი სიყვარული! ვულოცავ იმათ ვისაც არ სწვევია სიყვარული.მერწმუნეთ,რომ ცხოვრების მანძილზე აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც ეყვარებით და თქვენთვის იცოცხლებს…მე ყველა თქვენთაგანი მიყვარხართ, ვინც ეხლა ჩემ ბლოგს ესტუმრა , სწორედ თქვენთვის შევარჩიე ეს მუსიკალური ბარათები, მოუსმინეთ და იყავით ბედნიერები….
Музыкальная открытка от сайта muzotkrytka
МузОткрытка
Музыкальная открытка от сайта muzotkrytka
Музыкальная открытка от сайта muzotkrytka
МузОткрытка
Музыкальная открытка от сайта muzotkrytka
МузОткрытка
Музыкальная открытка от сайта muzotkrytka
МузОткрытка
Музыкальная открытка от сайта muzotkrytka
МузОткрытка
Музыкальная открытка от сайта muzotkrytka
მე  შენ  მიყვარხარ,  91 ენაზე
1. ქართულად – მე  შენ მიყვარხარ

2. მეგრულად – მა სი მიორქ
3. სვანურად – მი სი მალატ
4. აფხაზურად – საბა საბა ბზია ბზოი
5. ოსურად – აზ დაიმა უვარზონ
6. ინგლისურად – აი ლავ იუ
7. გერმანულად – იხ ლიბე დიხ
8. ჰოლანდიურად – იკ ხუიდ ვან იუ
9. ესპანურად – ტე ამო
10. იტალიურად – ტე ამო
11. ლათინურად – ეგო ტუ ამარე
12. პორტუგალიურად – ა მო ტე
13. რუმინულად – ტ’იუბესკ
14. ფრანგულად – ჟე ტემ
15. შვედურად – იად ელსკარ დეი
16. იაპონურად – ანატა ვა დაი სკუ დეს
17. ესტონურად – მა არმასტან სინდ
18. ჩეხურად – მამ ტე რად
19. თურქულად – ბენ სანა სევიიორუმ
20. ქურთულად: ეზ ტე რა ჰეს დიკიმ
21. თათრულად – მინ სინი იარატამ
22. ფინურად – რაკასტან სინუა
23. უკრაინულად – ია ტებე კოხაიუ
24. ბერძნულად – ეგო აგაპო სუ
25. სომხურად – ეს კე სირუმენ
26. რუსულად – ია ლუბლუ ტ’ებია
27. ალბანურად – უნე დუა ტი
28. ავღანურად – მა დი კაველ მინა
29. ბელორუსიულად – ია ტებე კახაიუ
30. ბულგალურად – აზ ტი ობიჩაი
31. უნგრულად – სერეტლეკ
32. ვიეტნამურად – ეი იეუ ან, ან იეუ ემ
33. დანიურად – იეგ ელკერ დიტ
34. ინდონეზიურად – საიია მენტინრა კოუ
35. ყაზახურად – მენ სენი ჟარატამ
36. კარა-ლათინურად – კ’ტიბიტიკ
37. ყირგიზულად – მენ სენი სუიუ
38. ლიტვურად – აშ რავეს მილიუ
39. მაკედონიურად – იას ტებე საკამ
40. მოლდოურად – ტ’იუბესკ
41. მონგოლურად – ბი ტანდ ხაირტაი
42. ნორვეგიულად – ეგ დეგ ელსკი
43. პოლონურად – ია ცენ კოხამ
44. სერბია-ხორვატიულად – ია ტუ ვოლეტი
45. სლოვაკურად – მამ ტია რად
46. სლოვენიურად – იაზ ტი ლიუბიტი
47. სომელიურად – ანიგა კუ ესელ
48. ტაჯიკურად – მან ტულ ნოხს მეტინამ
49. უზბეკურად – მენ სენი სევემ
50. ჩეჩნური – შუნა ჰო იეზა
51. ჩუვაშკურად – ეპ სანა იორადაპ
52. ევენკიურად – ბი სინე ფიბ
53. ერზიანულად – მონ ტონ ვეჩკემს
54. ესპერანტულად – მი ამას სინ
55. იაკუტიურად – მინ ენ მანმაა
56. პერსიულად – მან ტო ეისჩ
57. სუახილიურად – მიმიკუპენდა
58. ტაგალიურად – აკო სიია უმიბიგ
59. ტამილიურად – ნან უნნაი კადალირენ
60. ტუვინულად მენ სენი ინაკშირ
61. უდმურტულად – იარატიშკე მონ ტონე
62. ხანსიურად – ინა ზონ კა
63. ხაკასკურად – მინ სინ ხინარა
64. ხანდურად – მეი ტუმსეი პიარ კარტა სუმ
65. ყაბარდინო-ჩერქეზულად – სე უე ლაგუნ
66. კალმიურად – ბი ჩი დურტა ბოლხ
67. კომიურად – მე რადეიტ ტენე
68. კორეულად – გიმნან გიჩჩი ილნუ ლინიკ
69. კუმისკურად – მენ სენი სიუიიმ
70. ჩინურად – ვო აი ნი
71. ლაკიურად – ნა ცინ ხირა ხუნ
72. ლატვიურად – ეს ტევი მილუ
73. ლუგანდურად – ნკუგვაგალა
74 მალაგაიურად – ტია იანუო ოა
75. მალაიზიურად – აკუ კკუნტა კაპადა ავაკ
76. მარიულად – მიი ტიიმიმ რატამ
77. მორდოვურად – მონ ვეჩკან
78. ნავახურად – კა ტა უურ დ
79. ნიხვიურად – კოდი მოდი ჩმოდ
80. ნივხსკურად – ნი ჩეზმუდ
81. ნენეცკურად – მან ხამზანგავ სიტ
82. არაბულად – ანა ახებეკ, ანა ახებეკი
83. ადიღეურად – სე ორი პლეგუნ
84. ალტაიურად – მენ სენი ტურარ
85. ამხარსკულად – აფეგერე ანტე
86. ბაშკირულად – მინ ხინე იარატაუ
87. ბირმანსკულად – ჩენა ტინგო ჩხი ტი ( ჩუმმა ტინგო ჩხი ტი )

88. ბურიატულად – ბი შამაი დუტლახა
89. დუნგაიურად – ვო ჟიაი ნი
90. ივრიტულად – ანი ოხევეტ ოტხა 
91. იდიშურად – ობ დიხ ლიბ

საინტერესო ფაქტები ვალენტინობაზე

блестяшки без смс
საშუალოდ, წმინდა ვალენტინის დღეს კაცებს ორჯერ მეტი ეხარჯებათ, ვიდრე ქალებს.
კაცების 1/3 და ქალების 1/5 ამჯობინებს, ამ დღეს საჩუქარი არ მიიღოს.
დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ამ დღეს ყიდულობს საჩუქარს შინაური ცხოველისთვის.
ამერიკელი ქალების 15% საკუთარ თავს უგზავნის ყვავილებს.
იაპონიაში ვალენტინის დღეს ქალები კაცებს შოკოლადს ჩუქნიან. ამ ტრადიციის დამკვიდრებაში დიდი წვლილი შოკოლადის მწარმოებელ კომპანიებს მიუძღვით. კაცები სამაგიეროს უბრუნებენ 14 მარტს, რომელსაც თეთრ დღეს ეძახიან.ვალენტინის დღეს დაქორწინდნენ: ელტონ ჯონი და რენატა ბლაუელი, მეგ რაიანი და დენის ქუიდი, პამელა ანდერსონი და ტომი ლი.
1779 წლის 14 თებერვალს ჰავაის აბორიგენებმა დიდი ინგლისელი მკვლევარი და მოგზაური, ჯეიმს კუკი მოკლეს.
ვალენტინობის დღესასწაულზე და წინა ორ დღეს დაახლოებით 110 მილიონი ვარდი იყიდება, უმეტესად წითელი ფერის.
ვალენტინობის დღესასწაულზე გულის ფორმის 35 მილიონ შოკოლადს გზავნიან საჩუქრად.
კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში სამი წმინდანი არსებობს ვალენტინის სახელით, აქედან ნებისმიერი შეიძლება იყოს დღესასწაულთან კავშირში.
შუასაუკუნეებში მანდილოსნებს სჯეროდათ, რომ რომელ მამაკაცსაც დაინახავდნენ პირველად ამ დღეს, მომავალში მათი ქმარი გახდებოდა.
14 თებერვალს ბევრი ჩიტი წყვილდება. ამის გამო ზოგი მიიჩნევს, რომ დღესასწაულს სათავე მათგან მიეცა.
ძველი ცრურწმენით, თუკი ვალენტინობის დღესასწაულზე გაუთხოვარ ქალს გულწითელა გადაუფრენს თავზე, მეზღვაურს გაჰყვება ცოლად. ბეღურა ღარიბი კაცის, მაგრამ ბედნიერი ცხოვრების ანალოგია, ჩიტბატონა კი მდიდარი ქმრის.
ქალაქ ვერონაში ჯულიეტას სახელზე ყოველ წელს 1000-მდე ვალენტინის ბარათი იგზავნება.

ბარათების მწარმოებელი ამერიკული ფირმა “ჰოლმარკი” 1330 სახის განსხვავებულ ბარათს აწარმოებს ვალენტინის დღესასწაულისთვის.
ვიქტორიანულ ეპოქაში ვალენტინის ბარათზე ხელის მოწერა უიღბლობის მომტანად ითვლებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტს პირველად ფოტო 1849 წლის 14 თებერვალს გადაუღეს. ფოტოგრაფი იყო მეთიუ ბრეიდი, პრეზიდენტი კი ჯეიმს პოლკი.
გული სიყვარულისა და ვალენტინობის სიმბოლოა. ანტიკურ კულტურაში ის სულის სამყოფელად მიიჩნეოდა, სხვების აზრით, ემოციებისა და აზროვნების წყარო იყო, კაცებისთვის – ძლიერების, კეთილშობილებისა და სამართლიანობის მიმცემი. გული სიყვარულთან ასოცირდებოდა, რადგან ბერძნული ეროსისა და რომაული კუპიდონის სამიზნე იყო. მათი ნასროლი ისარი სამუდამო სიყვარულს ბადებდა ადამიანში.
ყველაზე ძველი ბარათი ამ დღეს, როგორც ცნობილია, 1415 წელს გაიგზავნა ორლეანის ჰერცოგის მიერ მისი ფრანგი ცოლის მისამართით. ამჟამად ეს ბარათი ლონდონის მუზეუმში ინახება.

ვალენტინობა...

Сердце

როგორც ვიკი დეიდა გვამცნობს ლუპერკალია – ეროტიული დღესასწაული იყო ქალღმერთ ჯუნო ფებრუატა და ღმერთ ფავნასადმი მიძღვნილი. ეს დღე აღინიშნებოდა 14 თებერვალს. მრავალი წლის მანძილზე ხალხში მტკიცედ დამკვიდრდა ეს დღე. ყოველი წლის 15 თებერვალს Lupercalia დღეს მსხვერპლად შეწირავდნენ ცხოველებს, მათი ტყავისაგან კი  მათრახებს აკეთებდნენ, რომლებითაც შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცები ქალებს მოერეკებოდნენ წკეპლით ქალაქში. ქალები კი ამ წკეპლას იღებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი გახდა რომში, სადაც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ. დღესასწაულის ბოლოს კი ნაცემი ქალები სრულიად შიშვლდებოდნენ…
თუმცა, უფრო რომანტიული ლეგენდისადა მიხედვით….
494 წელს რომის პაპმა გელასიი პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით, რადგან ხალხი 14 თებერვალს მაინც სიყვარულის დღედ მიიჩნევდა.
წმინდა ვალენტინი 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა კლაუდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა ქრისტიანული წესების აღსრულების გამო. ლეგენდის თანახმად, მრისხანე კლაუდიუსი მეფობის დროს მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ჰყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო წმინდა ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან დამალულად მაინც აღასრულებდა.  წმინდა ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელსაც შემდგომში ვალენტინად მოიხსენიებენ. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს.
1969 წელს ეს დღე კალენდარში შეიტანეს. ამგვარად, ყოველ 14 თებერვალს კათოლიკე ბიჭები უძღვნიან გოგონებს სასიყვარულო ბარათებს ”ვალენტინებს”. ასე ჩაანაცვლა ცრუმორწმუნე აღვირახსნილი ლუკრეციის დღესასწაული წმინდა ვალენტინის ხსენების დღემ, რომელიც თავის სიყვარულს ლამაზი ბარათით გამოხატავდა და წმინდა ქორწინების გულისთვის სიკვდილით დასაჯეს.

суббота, 11 февраля 2012 г.

ზამთრის ჩანახატები...

წელს საოცარი ზამთარი გვეწვია...გარეთ თოვს..არ მიყვარს ზამთარი და სიცივე...მოვიძიე ეს თოვლიანი მელოდია კარგი განწყობისთვის...ვუსმენ და ვცდილობ დავინახო ზამთრის სილამაზე...
ფანჯრიდან ვხედავ, როგორ იბარდნება და თეთრდება გარშემო ყველაფერი.. როგორ ჭაღარავდება..
 თოვლის ფიფქები დაუსრულებლად ირევა ერთმანეთში და ეფინება ყველაფერს.. ჩემს სულსაც ეფინება...
ბუსუსიანი, დიდი ფიფქები ფანჯრის მინას ეკრობიან და მაშინვე დნებიან.. დნებიან მაშინვე.. ხვალისთვის ყინვა სილამაზეებს დახატავს ჩემს ფანჯარაზე...