წელს საოცარი ზამთარი გვეწვია...გარეთ თოვს..არ მიყვარს ზამთარი და სიცივე...მოვიძიე ეს თოვლიანი მელოდია კარგი განწყობისთვის...ვუსმენ და ვცდილობ დავინახო ზამთრის სილამაზე...
ფანჯრიდან ვხედავ, როგორ იბარდნება და თეთრდება გარშემო ყველაფერი.. როგორ ჭაღარავდება..
თოვლის ფიფქები დაუსრულებლად ირევა ერთმანეთში და ეფინება ყველაფერს.. ჩემს სულსაც ეფინება...
ბუსუსიანი, დიდი ფიფქები ფანჯრის მინას ეკრობიან და მაშინვე დნებიან.. დნებიან მაშინვე.. ხვალისთვის ყინვა სილამაზეებს დახატავს ჩემს ფანჯარაზე...
Комментариев нет :
Отправить комментарий