"ცოდნის სამარო KU"-ს მიერ გამოცხადებულ 2016-2017 ს/წ კონკურსებში აქტიურად ჩავერთეთ, მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. გამარჯვებულ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს ჯილდოდ "ცოდნის სამყარომ" გადმოგვცა 5 დღიანი სამოგზაურო შემეცნებითი ტური კაბადოკიაში... დიდი მადლობა "ცოდნის სამყაროს" ასეთი საოცარი დღეებისთვის...
მთავარი გვერდი
- მთავარი გვერდი
- ჩემი cv
- პროფესიული განვითარება
- თემატური გეგმები
- პროექტები
- სამოდელო გაკვეთილები (გეგმები, ანგარიშები)
- გამოყენებული მეთოდები/ სტრატეგიები
- ჩემ მიერ შექმნილი რესურსები
- ჩემ მიერ შექმნილი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო რესურსები
- შეფასების სქემები
- ტესტები,შემაჯამებელი წერები
- მოსწავლეების აქტივობები
- მოსწავლეთა მიღწევები
- სადამრიგებლო პროგრამა
- თანამშრომლობა კოლეგებთან
- ჩემი საგანმანათლებლო ბლოგი
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
вторник, 19 декабря 2017 г.
понедельник, 27 ноября 2017 г.
"ევროპა ჩვენს გაკვეთილზე"
ქალაქ თბილისის N76 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი „ევროპა ჩვენს გაკვეთილზე“ (სწავლება ევროკავშირის შესახებ)
ტრენერი : ლალი ბერიშვილი
მიზანი: მასწავლებლებისათვის ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სწავლება, თუ როგორ არის შესაძლებელი სხვადასხვა კლასში სხვადასხვა საგნის გაკვეთილზე, საგნის სწავლების პარალელურად, მოსწავლეებმა ევროპის შესახებაც მიიღონ ცოდნა.
მასწავლებლებმა ტრენინგებზე გავლილი საკითხები ჯგუფებში მიმოვიხილეთ და მიღებული რეკომენდაციების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ ვიმსჯელეთ.
суббота, 18 ноября 2017 г.
ტრენინგზე კოლეგებთან ერთად
ტრენინგი "საგაკვეთილო დაკვირვება".
ტრენინგის მიზნები: მონეწილეები
გააცნობიერებენ, რომ სასწავლო პროცესზე კოლეგების დაკვირვება არის
მასწავლებელთა პროფესიული თანამშრომლობის საუკეთესო საშუალება,
რომელიც ხელს უწყობს პროფესიულ ზრდასა და სწავლა-სწავლების
პროცესის გაუმჯობესებას. გააცნობიერებენ შეფასების ჯგუფის როლს
„კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტში;
გაეცნობიან საგაკვეთილო დაკვირვების მიზნებს, მათი წარმართვის
ძირითად პრინციპებს და შეფასების ჯგუფის როლს ამ პროცესებში;
გააცნობიერებენ განმავითარებელი უკუკავშირის მნიშვნელობას,
გაეცნობიან იმ ძირითად წესებს, რაც უნდა დაიცვას როგორც
უკუკავშირის გამცემმა, ასევე მიმღებმა, რათა შეძლონ განვითარებაზე
ორიენტირებული უკუკავშირის გაცემა;
გაენობიან გაკვეთილის გეგმის ძირითად კომპონენტებს, შეძლებენ
გაკვეთილის გეგმების შეფასებას;
შეძლებენ საგაკვეთილო დაკვირვების მთელი პროცესის შეფასებას
შეფასების სქემებზე დაყრდნობით და კოლეგისთვის განმავითარებელი
კომენტარების გაცემას.
აღნიშნული ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი, შედეგიანი და მნიშვნელოვანი იყო. მსმენელები მთლიანად ვიყავით ფოკუსირებული სატრენინგო თემაზე, გავეცანით ბევრ საინტერესო მასალას და გამოვიყენებთ ჩვენ პედაგოგიურ პრაქტიკაში.

воскресенье, 13 августа 2017 г.
четверг, 15 июня 2017 г.
კოლეგებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა ნინო ფეტვიაშვილმა რუსულის, როგორც უცხოური ენის, მასწავლებლებთან ორი სამუშაო სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საჯარო და იმ კერძო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებიც ჩართულნი არიან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.
შეხვედრაზე გავეცანით აქტიური სწავლების მეთოდებს. პრაქტიკულად განვახორციელეთ და გავაანალიზეთ აქტივობები, როგორც მასწავლებლის ასევე მოსწავლის პოზიციიდან; მივიღეთ რეკომენდაციები პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.
четверг, 13 апреля 2017 г.
2016-2017 ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა
ჩემი მოსწავლეების მორიგი წარმატება
ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გამარჯვებული 76-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, ნინო თამარაშვილი და ალექსანდრა მხოიანი,მიწვეულნი იყვნენ ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში!
" ბაქსვუდი და ის დღეები , რომლებიც მე იქ გავატარე, ნამდვილად განუმეორებელია.. ახალი მეგობრები , გამოცდილება , ემოციები, არასდროს დამავიწყდება .... ვამაყობ , რომ ნამყოფი ვარ ამ მშვენიერ ადგილას , ვარ ამ დიდი ოჯახის წევრი და მინდა , რომ ყოველ მოსწავლეს ჰქონდეს იმის განცდის საშუალება, რაც მე განვიცადე" _აღნიშნავს ნინო თამარაშვილი.

Подписаться на:
Сообщения
(
Atom
)