სენეკა: როდესაც ვასწავლით, თავად ვსწავლობთ. ლეონარდო და ვინჩი: არასოდეს ვიღლები სხვების სამსახურში. ვოლტერი:-არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს. მონტენი:-ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი...

суббота, 19 ноября 2011 г.

სადამრიგებლო კლასი

მყავს ახალი სადამრიგებლო  მე-5კლასი.

  მუშაობის პრინციპები

    ჩემი სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:

·      აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ
·      შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა  - ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად, ჩემი ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო  პირობების შექმნა;
·      მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას.მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მივცეთ მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესები. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად   მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები   და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
·      თანამშრომლობის პრინციპი - ჩემი ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.

Комментариев нет :

Отправить комментарий