სენეკა: როდესაც ვასწავლით, თავად ვსწავლობთ. ლეონარდო და ვინჩი: არასოდეს ვიღლები სხვების სამსახურში. ვოლტერი:-არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს. მონტენი:-ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი...

понедельник, 13 февраля 2012 г.

ვალენტინობა...

Сердце

როგორც ვიკი დეიდა გვამცნობს ლუპერკალია – ეროტიული დღესასწაული იყო ქალღმერთ ჯუნო ფებრუატა და ღმერთ ფავნასადმი მიძღვნილი. ეს დღე აღინიშნებოდა 14 თებერვალს. მრავალი წლის მანძილზე ხალხში მტკიცედ დამკვიდრდა ეს დღე. ყოველი წლის 15 თებერვალს Lupercalia დღეს მსხვერპლად შეწირავდნენ ცხოველებს, მათი ტყავისაგან კი  მათრახებს აკეთებდნენ, რომლებითაც შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცები ქალებს მოერეკებოდნენ წკეპლით ქალაქში. ქალები კი ამ წკეპლას იღებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი გახდა რომში, სადაც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ. დღესასწაულის ბოლოს კი ნაცემი ქალები სრულიად შიშვლდებოდნენ…
თუმცა, უფრო რომანტიული ლეგენდისადა მიხედვით….
494 წელს რომის პაპმა გელასიი პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით, რადგან ხალხი 14 თებერვალს მაინც სიყვარულის დღედ მიიჩნევდა.
წმინდა ვალენტინი 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა კლაუდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა ქრისტიანული წესების აღსრულების გამო. ლეგენდის თანახმად, მრისხანე კლაუდიუსი მეფობის დროს მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ჰყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო წმინდა ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან დამალულად მაინც აღასრულებდა.  წმინდა ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელსაც შემდგომში ვალენტინად მოიხსენიებენ. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს.
1969 წელს ეს დღე კალენდარში შეიტანეს. ამგვარად, ყოველ 14 თებერვალს კათოლიკე ბიჭები უძღვნიან გოგონებს სასიყვარულო ბარათებს ”ვალენტინებს”. ასე ჩაანაცვლა ცრუმორწმუნე აღვირახსნილი ლუკრეციის დღესასწაული წმინდა ვალენტინის ხსენების დღემ, რომელიც თავის სიყვარულს ლამაზი ბარათით გამოხატავდა და წმინდა ქორწინების გულისთვის სიკვდილით დასაჯეს.

Комментариев нет :

Отправить комментарий