სენეკა: როდესაც ვასწავლით, თავად ვსწავლობთ. ლეონარდო და ვინჩი: არასოდეს ვიღლები სხვების სამსახურში. ვოლტერი:-არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს. მონტენი:-ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი...

воскресенье, 13 мая 2012 г.

თბილისის ბოტანიკური ბაღი

დღეს ბოტანიკურ ბაღში ვისეირნეთ.დიდი ინტერესით  ათვალიერებდნენ  ჩემი მოსწავლეები ფლორიდ მდიდარ კოლექციას.
 ბოტანიკური ბაღის ისტორიიდან
 თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდ. წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში მდებარეობს. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.

1896-1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-58 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის (1812-1878) საფლავია.

ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები. ბოტანიკური ბაღის ფართობია 128 000 ჰექტარი.
     ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ქართველ ბოტანიკოსებთან ერთად მუშაობდნენ რუსი და გერმანელი სპეციალისტები. მოგვიანებით ბაღის ტერიტორიის გასაფართოვებლად შეიძინეს მიწები და გაშენეს ადგილობრივი და ეგზოტიკური მცენარეები. ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების (ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან, ჩრდილო ამერიკიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ჰიმალაის მთებიდან, ციმბირიდან) ფლორის 3500-მდე ნაირსახეობა. მათ შორისაა საქართველოს ენდემური, იშვიათი სახეობები, რაც თბილისის ბოტანიკურ ბაღს უნიკალურს ხდის: მოღვინისფრო პიონი ”მაიკო”, იბერიული ირისი, ჩინური ხიმონანტუსი, ჯუჯა ფიჭვები, ცრატყავა, უთხოვერი. მცენარეების ასეთი მრავაფეროვნება განპირობებულია ბაღის სხვადასხვა რელიეფური და მიკროკლიმატური პირობებით. აქვე გვხვდება ცხოველთ სამყაროს წარმომადგენლებიც: მელიები, ტურები, ზღარბები, ციყვები, კუ, გველები და ა. შ.

1986 წელს საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნა ბოტანიკური ბაღის 350 წლისთავი. ამ თარიღის აღნიშვნიდან რამდენიმე წელიწადში კი ბაღს, ისევე, როგორც მთელ საქართველოს უმძიმესი პერიოდი დაუდგა. 90-იანი წლების განუკითხაობამ და 90-იანი წლების მიწურულის უსახსრობამ ლამის კატასტროფამდე მიიყვანა უნიკალური ბაღი. თუმცა, შემდეგ ვითარება გამოსწორდა. ახლა ისევ თამამად შეგიძლიათ ისიამოვნოთ ბოტანიკური ბაღის საოცარი გარემოთი, ნახოთ ჩანჩქერი და მასზე გადებული ხიდი, იქვე ბამბუკების ჭალაში გადაიაროთ თბილისის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს თაღოვან (ოქოაანთ) ხიდზე, დაათვალიეროთ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაში ჩასმული აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ახვიდეთ “ანგელოზების ბაღად” წოდებულ ზემო პარტერში.ლიტერატურა:
http://ka.wikipedia.org/wiki/თბილისის_ბოტანიკური_ბაღი
http://botanikuri-bagis-istoria.blogspot.com/

ჩემი სადამრიგებლო კლასი ბოტანიკურ ბაღში

Комментариев нет :

Отправить комментарий