სენეკა: როდესაც ვასწავლით, თავად ვსწავლობთ. ლეონარდო და ვინჩი: არასოდეს ვიღლები სხვების სამსახურში. ვოლტერი:-არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს. მონტენი:-ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი...

четверг, 2 октября 2014 г.

რთული ბავშვები და ასაკობრივი კრიზისი “ბავშვის ფსიქოლოგია” რჩევები მშობლებს

„არ შევჭამ…“, „არ დავიძინებ…“, „მეზარება კბილების გახეხვა…“, „მე რატომ უნდა ვიმეცადინო, ხომ ხედავ, ჩემი ძმა(და) არაფერს აკეთებს…“…ნაცნობი სიტუაციაა? გაგჩენიათ განცდა, რომ თქვენი დამჯერი შვილი ერთ დღეში შეიცვალა? ბავშვი უცბად გახდა ჯიუტი,მომთხოვნი,გაღიზიანებული. რა თქმა უნდა, ცვლილებები ნელ–ნელა იწყება, უბრალოდ ყურადრების გამახვილება უკვე გამწვავებულ პერიოდშიხდება. მსგავს პრობლემას პრაქტიკულად ყველა მშობელი აწყდება. მინდა დაგამშვიდოთ, რომ ასეთი ცვლილებები ნორმალურია და  გარკვეულკანონზომიერებას ემორჩილება. ბავშვი არათანმიმდევრულად ვითარდება.იგი ხან მშვიდ და სტაბილურ პერიოდებს გადის, ხანაც – ე.წ. კრიზისულს.

დაფიქრებულხართ რამდენი კრიზისული ეტაპის გადალახვა უწევს ადამიანს ტავისი ცხოვრების განმავლობაში? ბავშვთა კრიზისულ ასაკს განეკუთვნება:
• პირველი წლის კრიზისი
• 3 წლის კრიზისი
• 7 წლის კრიზისი
• მოზარდობის პერიოდის კრიზისი (12-15 წელი)
პირველი წლის კრიზისი:
ამ პერიოდში გადაადგილების ძირითად ფორმას წარმოადგენს სიარული. იზრდება აკრძალული და საშიში ნივთების ნუსხა. უამრავი „არა“ კი პროვოცირებას უკეთებს ბავშვის მძაფრ რეაქციებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოზრდილებს არ ესმით ბავშვის სურვილი, სიტყვები და მიმიკა, ან არ ასრულებენ მათ.
3 წლის კრიზისი:
ეს არის საკუთარი „მე“-ს გამოყოფის ეტაპი. ვლინდება პირველადი თვითშეფასება. ბავშვი ცდილობს იმოქმედოს სიტყვებით „მე თვითონ.“ დაჟინებით ითხოვს რაღაცას, უნდა რომ მის სურვილებს ითვალისწინებდნენ. კრიზისი ყველაზე მძაფრად სოციალურ ურთიერთობებში ჩანს. ის შეიძლება გამოვლინდეს დესპოტიზმში, ეჭვიანობაში, გაღიზიანებაში. განსაკუთრებით ძლიერია ბავშვის პროტესტი ავტორიტარული აღზრდის დროს. საჭიროა მოთმინება და გამოსავლის მოძებნა. თუ გარშემომყოფები უგებენ ბავშვს და მზად არიან პარტნიორული ურთიერთობებისთვის, მაშინ კონფლიქტი შეიძლება აცილებულიც იქნას.
7 წლის კრიზისი:
ყოველი კრიზისული პერიოდი – ეს არის განვითარების ახალი ეტაპი, როცა ბავშვს ახალიწარმოდგენები უჩნდება „ზრდასრულობაზე“. ერთი შეხედვით, თითქოს უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იძენს, თუმცა კრიზისის დამთავრების შემდეგმშობელი აღმოაჩენს, რომ მისი შვილი განვითარების ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. შემდეგ იწყება ხანგძლივი,შესამჩნევად მშვიდიპერიოდი, როცა ბავშვი ახალი უნარ–ჩვევების დაუფლებას სწავლობს.ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ცვლილებებისმიღება ნელ–ნელა ხდება. იმისათვის რომ ბავშვმა ახალი წესები და მოთხოვნები დაიცვას, ის ჯერ უნდა შისწასვლოს, ხოლო სანამ შეისწავლის,დაარღვიოს კიდევაც. . მაგალითად, სანამ ვასწავლით, რომ ყოველ დღე სკოლაში მიცემული დავალება უნდა მოამზადოს, პერიოდულად გაჯიუტდება,დაეზარება, ათას მიზეზს მოიგონებს, რომ დრო გაიყვანოს, მერე კი თანდათან მიეჩვევა და მეცადინეობა ყოველდღიურ,უაცილებელ ჩვევადჩამოუყალიბდება (ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი კარგად აკონტროლებს დღის რეჟიმს). გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვების ქცევა გარემო სიტუაციაზეა დამოკიდებული. ქცევის ნეგატიური სიმპტომები უფრო მეტად ჩვეულგარემოში იჩენს თავს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სახლში შესაძლებელია ბავშვი ცელქი, კაპრიზული და დაუმორჩილებელი იყოს, სკოლაში კიმასწავლებლის ყველა მითითებას ზედმიწევნით ასრულებდეს. რა ახასიათებს 7 წლის კრიზისს? ამ პერიოდის ერთ–ერთი მახასიათებელია ე.წ. „პაუზები“. ნებისმიერ თხოვნას, მითითებას, ბრძანებასა და ბავშვის რეაქციას შორის გარკვეულიპაუზა ჩნდება. თითქოს ბავშვს არ ესმის, რას ეუბნებიან. გარდა ამისა, ხშირად კამათობს, აპროტესტებს მოთხოვნებს და საკუთარი თავის დასაცავადსხვადასხვა არგუმენტებს ეძებს. ცდილობს დიდივით მოიქცეს. დიდივით საუბრობს, ქცევაც, როგორც წესი, მშობლების ქცევის გასარჟებულვარიანტს წარმოადგენს. ამ პერიოდში ბავშვები იწყებენ საკუთარ გარერგნობაზე ზედმეტი ყურადღების მიქცევას. ეს უფრო გოგონებს ეტყობათ.მათთვის მთელ ცერემონიალადიქცევა ხოლმე გარეთ გასვლის წინ ტანსაცმლის შერჩევა.
მოზარდობის კრიზისი (12-15 წელი):
უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ ზღვარი კრიტიკულ და მშვიდ პერიოდებს შორის არ იგრძნობა. ის ნელ-ნელა შედის განვითარებისფაზაში და მშობლები, როგორც წესი, ცვლილებებს კრიზისის შუაში, პიკისას, გრძნობენ. მოზარდს ადვილად შეამჩნევთ სიჯიუტეს, სწავლაშიმიღწევის დონისა და შრომისმოყვარეობის დაცემას, ხშირია გარშემომყოფებთან კონფლიქტური სიტუაციები. გასათვალისწინებელია, რომ ბიჭებიუფრო რთულად გადიან ამ პერიოდს. ფსიქოლოგები ამ პერიოდს მოიხსენიებენ, როგორც „სქესობრივი მომწიფების ნეგატიურ ფაზას“. საერთოდ, ნეგატივიზმი ამ პერიოდს ყველაზემეტად ახასიათებს, არასდროს ისე შორს არ არის ადამიანის „მე“ და გარე სამყარო, როგორც ამ ასაკში. ყველაზე მეტად რაც მოგხვდებათ თვალში,ბავშვი შესაძლებელია სკოლაში ისეთ საგნებშიც კი ჩამორჩეს, რომელშიც ნიჭიერი და წარმატებულია. განსაკუთრებით იგრძნობა შემოქმედებითსაქმიანობაში, რადგან ბავშვი ამ დროს მექანიკურ დაცალებებს უფრო ადვილად ასრულებს. მიზეზი კი ისაა, რომ მოზარდი განვითარების ახალსაფეხურზე გადადის, როცა კონკრეტულ აზროვნებას ლოგიკური აზროვნება ანაცვლებს. ამას დრო ჭირდება. ბავშვი გაგებასა და დედუქციასსწავლობს. თქვენ შეამჩნევთ, რომ მოზარდი ხშირად აკრიტიკებს სხვის მოსაზრებებს და მათ მისაღებად მტკიცებულებებს ითხოვს. აგრეთვეშეამჩნევთ, რომ თუ მანამდე ხატვა უყვარდა, ეხლა უფრო მეტად მუსიკით დაინტერესდება (მუსიკა ხელოვნების ყველაზე აბსტაქტული ფორმაა). აზროვნების განვითარებასთან ერთად იწყება გაძლიერებული თვითაღქმა, საკუთარ განცდებზე დაკვირვება,. ამ პერიოდში მოზარდები ხშირადიწყებენ დღიურების წერას (უმეტესად გოგონები). ხდება შინაგანი სასმყაროსა და ობიექტური რეალობის ერთმანეთისგან დაშორება. როგორც აღვნიშნეთ, მოზარდობის კრიზისის ძირითადი მახასიათებელია ნეგატივიზმი (ძალიან გავს 3 წლის კრიზისს). ბავშვი თითქოსცილდება გარემოს, გაღიზიანებულია, მიდრეკილია ჩხუბისა და დისციპლინის დარღვევისკენ. ამავე დროს, შინაგანად შფოთავს და მარტოობასესწრაფვის. ნეგატივიზმი ბიჭებთან უფრო თვალშისაცემია, ოღონდ ცოტა უფრო მოგვიანებით იწყება, დაახლოებით 14–15 წლის ასაკში. ზოგადად ითვლება, რომ კრიზისის ყველა მახასიათებლის გავლა მხოლოდ 20% –ს უწევს. მათ მკვეთრად გამოხატული ნეგატიური ქცევები აქვთ. ესმდგომარეობა შესაძლებელია რამდენიმე კვირა , ან დიდი პერიოდი გრძელდებოდეს, როცა ბავშვი ამოვარდნილია ოჯახის ცხოვრებიდან,გაღიზიანებულია, ან, პირიქით, ჩაკეტილია საკუთარ თავში. ბავშვების უმრავლესობა – 60% ე.წ. „პოტენციური ნეგატივისტები“ არიან. ანუ პრობლემები თავს იჩენს მხოლოდ ზოგიერთ სიტუაციაში (მაგ.ოჯახური კონფლიქტების დროს, სკოლის დამთრგუნველ გარემოში). დაბოლოს, ქცევის ნეგატიური გამოვლინება სასერთოდ არ შეიმჩნევა ბავშვების 20%–ში. ამიტომ ლოგიკურად გაჩნდა ვარაუდი, რომ ნეგატივიზმიარასწორი პედაგოგიური დამოკიდებულების ბრალია. სწორედ ამიტომ, გვინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ აუცილებელი არაა თქვენმა შვილმა კრიზისის ყველა საფეხური ზედმიწევნით ზუსტადგაიაროს და ყველა ის პრობლემა შეეხოს, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ. ბავშვები კრიზისულ პერიოდებს განსხვავებულად გადიან და რაც უფრო მეტისიყვარული, ურთიერთგაგება და სითბოა ოჯახში, მით უფრო მარტივად ლახავენ პრობლემებს.
რჩევები მშობლებს:
კრიზისულ პერიოდებს, ბავშვებთან ერთად მშობლებიც გადიან. მათაც არანაკლებ უჭირთ, რადგან აღზრდის პრინციპები ხანდახან ჩიხში შედის და შვილთან გაუცხოებას გრძნობენ. თუ მშობელი დროულად ახერხებს ძველი ქცევის ახალი, უფრო კონსტრუქციული და ეფექტური ქცევით შეცვლას,კრიზისის დაძლევა ადვილად და მალე ხდება. მაგრამ თუ იგი ძველი ფორმების შენარჩუნებას ცდილობს, ეს გარდაუვალ პრობლემას ქმნისბავშვისთვისაც და თავად მშობლისთვისაც. ალბათ ხშირად გიოცნებიათ დამჯერ, თვინიერ, ადვილად აღსაზრდელ ბავშვზე, რომელთანაც არანაირი კრიზისული პერიოდები არ იგრძნობა.სამწუხაროდ, ასეთი დამყოლი ბავშვები მომავალში ინფანტილურ მოზრდილებად ყალიბდებიან, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებას ვეღარახერხებენ . ეს კი, დამერწმუნებით, ყველაზე დიდი სასჯელია მშობლისთვის. ასე რომ, ნუ შეგშურდებათ ბავშვების, რომლებიც ყოველი ნაბიჯისგადადგმისთვის ნებართვას მშობლისგან იღებენ. ნორმალურ სიტუაციაში მშობელს ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეუძლია.(მასალა ბლოგიდან ადამიანის ფსიქოლოგია)

Комментариев нет :

Отправить комментарий