მთავარი გვერდი
- მთავარი გვერდი
- ჩემი cv
- პროფესიული განვითარება
- თემატური გეგმები
- პროექტები
- სამოდელო გაკვეთილები (გეგმები, ანგარიშები)
- გამოყენებული მეთოდები/ სტრატეგიები
- ჩემ მიერ შექმნილი რესურსები
- ჩემ მიერ შექმნილი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო რესურსები
- შეფასების სქემები
- ტესტები,შემაჯამებელი წერები
- მოსწავლეების აქტივობები
- მოსწავლეთა მიღწევები
- სადამრიგებლო პროგრამა
- თანამშრომლობა კოლეგებთან
- ჩემი საგანმანათლებლო ბლოგი
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
вторник, 22 апреля 2014 г.
пятница, 4 апреля 2014 г.
воскресенье, 15 декабря 2013 г.
სადამრიგებლო კლასთან ერთად
სადამრიგებლო კლასის მშობლებთან ერთად დავგეგმეთ და 07.12.13 გავმართეთ
"ბენუარ ლაუნჯში" შემეცნებით - გასართობი ღონისღიება.მოსწავლეები,მშობლები და პედაგოგები არაფორმალურ ვითარებაში შეხვდნენ და უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, გაერთნენ და სასიამოვნოდ გაატარეს დრო.
"ბენუარ ლაუნჯში" შემეცნებით - გასართობი ღონისღიება.მოსწავლეები,მშობლები და პედაგოგები არაფორმალურ ვითარებაში შეხვდნენ და უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, გაერთნენ და სასიამოვნოდ გაატარეს დრო.
воскресенье, 1 декабря 2013 г.
ჯორჯ პოიას"მასწავლებლის ათი მცნება"
1.გაინტერესებდეს საქმენი შენნი
2.იცოდე საგანი შენი.
3.უწყოდე,რა გზით შეიძლება შენთვის აუცილებელის შესწავლა,რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებაა,ოდეს თავად აღმოაჩენ.
4.ჰხედვიდე მოწაფეთა სახეებზე ფიქრსა მათსა,რას ელიანშენგან.პატივ-ეც
სატკივარსა მათსა.ძალ- გედვას,მათს ადგილზე საკუთარი თავისა ხილვად.
5.არა თაყვანი- ეც მწირსა ინფორმაციასა,ისწრაფვოდე,დააჩვიო მოწაფე
სჯასა,თანმიმდევრული მუშაობის უნარსა და კეთილ-ჰყავ წესი აზროვნებისა
მისისა.
6.დააჩვიე ყმაწვილი მიხვედრასა.
7.დააჩვიე ყმაწვილიმტკიცების წესსა და რიგსა.
8.ჰპოვე ამოცანაში ის, რაც საზოგადოა,რაც შეიძლება სხვა ამოცანის ამოხსნაში გამოგადგეს.აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი.
9.არა აუწყო მოწაფესა შენსა საიდუმლო მეცნიერებისა მყისიერად,რაითა თავად მოწაფემან გამოიცნოს საიდუმლო იგი,ვიდრე განუმარტავდე შენ,თავად იპოვონ,რაც შეიძლება მეტი.
10.კურთხეულ არს მისახვედრი მითითებანი,იძულებით ნუ მოახვევ შეგირდს საკუთარსა აზრსა. იყო კარგი მასწავლებელი ეს ძალიან რთულია. იყო კარგი მასწავლებელი ეს გმირობის ტოლფასია. იყო კარგი მასწავლებელი ეს ბედნიერებაა.

среда, 13 марта 2013 г.
სადამრიგებლო საათის პროგრამა
სადამრიგებლო საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:
> აღზრდის მთლიანობა -
პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით
არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და
ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
> შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა -
ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და
შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში
ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების
აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;
> მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა -
მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება
აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები,
ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა
უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების
გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში
წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს
შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
> თანამშრომლობის პრინციპი
- დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას,
ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული
უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;
> ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.
სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური განვითარება -
მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და
უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო
ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
- პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო
საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე
ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ
- პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი,
სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები,
ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.
სასურველია, დამრიგებლის საათი დაწყებით
კლასებში მიმდინარეობდეს მოსწავლეებთან საუბრებით, დისკუსიის ფორმატით,
დიდაქტიკური ზღაპრების გარჩევით, იმიტირებული თამაშებით. ასევე კარგ შედეგს
იძლევა ეპისტოლარული ჟანრი. შესაძლებელია დამრიგებელმა კლასში დადგას
"სურვილების ყუთი", სადაც მოსწავლეები ჩაყრიან ფურცლებს, რომლებზეც მათთვის
საინტერესო თემებზე მოსაზრებებს გამოთქვამენ. იქვე მითითებული იქნება,
აღნიშნული საკითხის განხილვა საჯაროდ სურთ თუ ინდივიდუალურად. ასეთ
შემთხვევაში, დამრიგებელი მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით
დაგეგმავს შეხვედრის თემას.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია
სადამრიგებლო საათისთვის წესების შემუშავება. აღნიშნული წესების
ფორმულირება პირველივე შეხვედრაზე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, რაც
წესები დაირღვევა. დამრიგებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ყველას აქვს
აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელია შეხვედრებზე ვინმეს განსჯა:
საუბრისას განიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება.
თავდაპირველად დამრიგებელს დიდი ძალისხმევა დასჭირდება პროცესის სამართავად
და ფასილიტატორის როლის შესასრულებლად, სანამ მოსწავლეები არ გაითავისებენ
ამგვარი შეხვედრების წესებსა და მიმდინარეობის თავისებურებებს.
სასურველია, სადამრიგებლო საათი პირველ
კლასში 10-15 წუთს გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა მხოლოდ ერთი
სახის აქტივობისგან შედგება (მაგალითად, საუბარი მოსწავლეებთან, ან მხოლოდ
დიდაქტიკური ზღაპრის მოსმენა და გარჩევა. პირველკლასელებს ყურადღების
აქტიურად მართვა სწორედ 10 - 15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ). უფრო
ხანგძლივი შეხვედრა კი (35 - 40 წუთი) მრავალფეროვან დავალებებს,
სადისკუსიო თემებს და თამაშებს უნდა ითვალისწინებდეს. დავალებების
შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს ჯგუფის სიდიდეს. სასურველია, შეხვედრები
წინასწარ იყოს დაგეგმილი. მათი ჩატარება კვირის ბოლოს სჯობს, რათა მოხდეს
განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება.
სადამრიგებლო საათის ბოლოს აუცილებელია
მოსწავლეებისგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ
შეხვედრაზე? რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო? რა მოეწონათ და რა
არ მოეწონათ? ეს დაეხმარება დამრიგებელს შემდგომი შეხვედრების მეტად
ეფექტიანად დაგეგმვაში.
ასეთი შეხვედრებისთვის ორგანიზების
საუკეთესო ფორმა მრგვალი მაგიდა ან წრეში დასხდომაა, ვინაიდან დამრიგებელს
შეუძლია თანაბრად დაინახოს ყველა მონაწილე და განსაზღვროს თითოეულის
ჩართულობის ხარისხი. ასევე, შესაძლებელია სადამრიგებლო საათი ჩატარდეს
სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას, მოსწავლეთა
საჭიროებებიდან გამომდინარე.
http://mastsavlebeli.ge
суббота, 8 декабря 2012 г.
EMO
ემო კულტურა
ემო XXI საუკუნის ახალგაზრდული მოძრაობაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში. ემო კულტურა ძალიან განსხვავდება სხვა არსებული კონტრკულტურებისგან, ძირითადად იმით, რომ ის ასაკობრივია: ემო ძირითადად თინეიჯერული მოძრაობაა. რა თქმა უნდა, არსებობენ ემო ჯგუფები, სადაც თინეიჯერებზე ბევრად უფროსი მუსიკოსები უკრავენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ემოები არიან, ემო არამარტო გარეგნულ არამედ მსოფლმხედველურ ერთიანობასაც გულისხმობს.

ინდიგოს ბავშვები
ინდიგოს ბავშვების დაბადების პერიოდი
კეროლის აზრით, ინდიგოს პირველი თაობის დაბადების პერიოდად 1970-იანი წლები უნდა მივიჩნიოთ – ამ პერიოდიდან იშვიათად, თუმცა უკვე შესამჩნევი გახდა ასეთი ბავშვების დაბადება. XX საუკუნის ბოლოდან კი დაბადებული ბავშვთა დაახლოებით 60-70 პროცენტი ინდიგოს ბავშვად შეიძლება ჩაითვალოს.пятница, 25 мая 2012 г.
воскресенье, 13 мая 2012 г.
თბილისის ბოტანიკური ბაღი
ბოტანიკური ბაღის ისტორიიდან
1896-1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-58 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის (1812-1878) საფლავია.
ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები. ბოტანიკური ბაღის ფართობია 128 000 ჰექტარი.
1986 წელს საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნა ბოტანიკური ბაღის 350 წლისთავი. ამ თარიღის აღნიშვნიდან რამდენიმე წელიწადში კი ბაღს, ისევე, როგორც მთელ საქართველოს უმძიმესი პერიოდი დაუდგა. 90-იანი წლების განუკითხაობამ და 90-იანი წლების მიწურულის უსახსრობამ ლამის კატასტროფამდე მიიყვანა უნიკალური ბაღი. თუმცა, შემდეგ ვითარება გამოსწორდა. ახლა ისევ თამამად შეგიძლიათ ისიამოვნოთ ბოტანიკური ბაღის საოცარი გარემოთი, ნახოთ ჩანჩქერი და მასზე გადებული ხიდი, იქვე ბამბუკების ჭალაში გადაიაროთ თბილისის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს თაღოვან (ოქოაანთ) ხიდზე, დაათვალიეროთ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაში ჩასმული აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ახვიდეთ “ანგელოზების ბაღად” წოდებულ ზემო პარტერში.ლიტერატურა:
http://ka.wikipedia.org/wiki/თბილისის_ბოტანიკური_ბაღი
http://botanikuri-bagis-istoria.blogspot.com/
среда, 14 марта 2012 г.
დადგა გაზაფხულიიიიიიიიიი
როგორც იქნა დადგა გაზაფხულის პირველი თვეეც … დღეს მზეც კი ანათებდა.ძალიან მიყვარს გაფაზხული. ყველაფერი ყვავის,ხეები კვირტებს იკეთებს,ყვავილებიც ხარობს, ირგვლივ სიცოცხლე სხვანაიირიააა …
среда, 7 марта 2012 г.
пятница, 2 марта 2012 г.
დედის დღე
ჩემო ბლოგის სტუმრებო: დედებო, მომავალო დედებო და ზოგადად ქალებო,
გილოცავთ 3 მარტს - დედის დღეს.
გისურვებთ ულევ სიყვარულს, სიხარულს და ბედნიერებას!გაიხარეთ და გამრავლდით.
სწორედ თქვენთვის შევარჩიე ეს მუსიკალური ბარათები ...
გილოცავთ 3 მარტს - დედის დღეს.
გისურვებთ ულევ სიყვარულს, სიხარულს და ბედნიერებას!გაიხარეთ და გამრავლდით.
სწორედ თქვენთვის შევარჩიე ეს მუსიკალური ბარათები ...

МузОткрытка
понедельник, 13 февраля 2012 г.
გილოცავთ ვალენტინობას!!!!!!!!!!!!!
გილოცავთ ყველას ვალენტინობას,გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, სიყვარულს და ულევ ბედნიერებას. უფალმა დაიფაროს თქვენი სიყვარული! ვულოცავ იმათ ვისაც არ სწვევია სიყვარული.მერწმუნეთ,რომ ცხოვრების მანძილზე აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც ეყვარებით და თქვენთვის იცოცხლებს…მე ყველა თქვენთაგანი მიყვარხართ, ვინც ეხლა ჩემ ბლოგს ესტუმრა , სწორედ თქვენთვის შევარჩიე ეს მუსიკალური ბარათები, მოუსმინეთ და იყავით ბედნიერები….

МузОткрытка

МузОткрытка

МузОткрытка

МузОткрытка

МузОткрытка

1. ქართულად – მე შენ მიყვარხარ
2. მეგრულად – მა სი მიორქ
3. სვანურად – მი სი მალატ
4. აფხაზურად – საბა საბა ბზია ბზოი
5. ოსურად – აზ დაიმა უვარზონ
6. ინგლისურად – აი ლავ იუ
7. გერმანულად – იხ ლიბე დიხ
8. ჰოლანდიურად – იკ ხუიდ ვან იუ
9. ესპანურად – ტე ამო
10. იტალიურად – ტე ამო
11. ლათინურად – ეგო ტუ ამარე
12. პორტუგალიურად – ა მო ტე
13. რუმინულად – ტ’იუბესკ
14. ფრანგულად – ჟე ტემ
15. შვედურად – იად ელსკარ დეი
16. იაპონურად – ანატა ვა დაი სკუ დეს
17. ესტონურად – მა არმასტან სინდ
18. ჩეხურად – მამ ტე რად
19. თურქულად – ბენ სანა სევიიორუმ
20. ქურთულად: ეზ ტე რა ჰეს დიკიმ
21. თათრულად – მინ სინი იარატამ
22. ფინურად – რაკასტან სინუა
23. უკრაინულად – ია ტებე კოხაიუ
24. ბერძნულად – ეგო აგაპო სუ
25. სომხურად – ეს კე სირუმენ
26. რუსულად – ია ლუბლუ ტ’ებია
27. ალბანურად – უნე დუა ტი
28. ავღანურად – მა დი კაველ მინა
29. ბელორუსიულად – ია ტებე კახაიუ
30. ბულგალურად – აზ ტი ობიჩაი
31. უნგრულად – სერეტლეკ
32. ვიეტნამურად – ეი იეუ ან, ან იეუ ემ
33. დანიურად – იეგ ელკერ დიტ
34. ინდონეზიურად – საიია მენტინრა კოუ
35. ყაზახურად – მენ სენი ჟარატამ
36. კარა-ლათინურად – კ’ტიბიტიკ
37. ყირგიზულად – მენ სენი სუიუ
38. ლიტვურად – აშ რავეს მილიუ
39. მაკედონიურად – იას ტებე საკამ
40. მოლდოურად – ტ’იუბესკ
41. მონგოლურად – ბი ტანდ ხაირტაი
42. ნორვეგიულად – ეგ დეგ ელსკი
43. პოლონურად – ია ცენ კოხამ
44. სერბია-ხორვატიულად – ია ტუ ვოლეტი
45. სლოვაკურად – მამ ტია რად
46. სლოვენიურად – იაზ ტი ლიუბიტი
47. სომელიურად – ანიგა კუ ესელ
48. ტაჯიკურად – მან ტულ ნოხს მეტინამ
49. უზბეკურად – მენ სენი სევემ
50. ჩეჩნური – შუნა ჰო იეზა
51. ჩუვაშკურად – ეპ სანა იორადაპ
52. ევენკიურად – ბი სინე ფიბ
53. ერზიანულად – მონ ტონ ვეჩკემს
54. ესპერანტულად – მი ამას სინ
55. იაკუტიურად – მინ ენ მანმაა
56. პერსიულად – მან ტო ეისჩ
57. სუახილიურად – მიმიკუპენდა
58. ტაგალიურად – აკო სიია უმიბიგ
59. ტამილიურად – ნან უნნაი კადალირენ
60. ტუვინულად მენ სენი ინაკშირ
61. უდმურტულად – იარატიშკე მონ ტონე
62. ხანსიურად – ინა ზონ კა
63. ხაკასკურად – მინ სინ ხინარა
64. ხანდურად – მეი ტუმსეი პიარ კარტა სუმ
65. ყაბარდინო-ჩერქეზულად – სე უე ლაგუნ
66. კალმიურად – ბი ჩი დურტა ბოლხ
67. კომიურად – მე რადეიტ ტენე
68. კორეულად – გიმნან გიჩჩი ილნუ ლინიკ
69. კუმისკურად – მენ სენი სიუიიმ
70. ჩინურად – ვო აი ნი
71. ლაკიურად – ნა ცინ ხირა ხუნ
72. ლატვიურად – ეს ტევი მილუ
73. ლუგანდურად – ნკუგვაგალა
74 მალაგაიურად – ტია იანუო ოა
75. მალაიზიურად – აკუ კკუნტა კაპადა ავაკ
76. მარიულად – მიი ტიიმიმ რატამ
77. მორდოვურად – მონ ვეჩკან
78. ნავახურად – კა ტა უურ დ
79. ნიხვიურად – კოდი მოდი ჩმოდ
80. ნივხსკურად – ნი ჩეზმუდ
81. ნენეცკურად – მან ხამზანგავ სიტ
82. არაბულად – ანა ახებეკ, ანა ახებეკი
83. ადიღეურად – სე ორი პლეგუნ
84. ალტაიურად – მენ სენი ტურარ
85. ამხარსკულად – აფეგერე ანტე
86. ბაშკირულად – მინ ხინე იარატაუ
87. ბირმანსკულად – ჩენა ტინგო ჩხი ტი ( ჩუმმა ტინგო ჩხი ტი )
88. ბურიატულად – ბი შამაი დუტლახა
89. დუნგაიურად – ვო ჟიაი ნი
90. ივრიტულად – ანი ოხევეტ ოტხა
91. იდიშურად – ობ დიხ ლიბ
89. დუნგაიურად – ვო ჟიაი ნი
90. ივრიტულად – ანი ოხევეტ ოტხა
91. იდიშურად – ობ დიხ ლიბ
საინტერესო ფაქტები ვალენტინობაზე

საშუალოდ, წმინდა ვალენტინის დღეს კაცებს ორჯერ მეტი ეხარჯებათ, ვიდრე ქალებს.
კაცების 1/3 და ქალების 1/5 ამჯობინებს, ამ დღეს საჩუქარი არ მიიღოს.
დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ამ დღეს ყიდულობს საჩუქარს შინაური ცხოველისთვის.
ამერიკელი ქალების 15% საკუთარ თავს უგზავნის ყვავილებს.
იაპონიაში ვალენტინის დღეს ქალები კაცებს შოკოლადს ჩუქნიან. ამ ტრადიციის დამკვიდრებაში დიდი წვლილი შოკოლადის მწარმოებელ კომპანიებს მიუძღვით. კაცები სამაგიეროს უბრუნებენ 14 მარტს, რომელსაც თეთრ დღეს ეძახიან.ვალენტინის დღეს დაქორწინდნენ: ელტონ ჯონი და რენატა ბლაუელი, მეგ რაიანი და დენის ქუიდი, პამელა ანდერსონი და ტომი ლი.
1779 წლის 14 თებერვალს ჰავაის აბორიგენებმა დიდი ინგლისელი მკვლევარი და მოგზაური, ჯეიმს კუკი მოკლეს.
ვალენტინობის დღესასწაულზე და წინა ორ დღეს დაახლოებით 110 მილიონი ვარდი იყიდება, უმეტესად წითელი ფერის.
ვალენტინობის დღესასწაულზე გულის ფორმის 35 მილიონ შოკოლადს გზავნიან საჩუქრად.
კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში სამი წმინდანი არსებობს ვალენტინის სახელით, აქედან ნებისმიერი შეიძლება იყოს დღესასწაულთან კავშირში.
შუასაუკუნეებში მანდილოსნებს სჯეროდათ, რომ რომელ მამაკაცსაც დაინახავდნენ პირველად ამ დღეს, მომავალში მათი ქმარი გახდებოდა.
14 თებერვალს ბევრი ჩიტი წყვილდება. ამის გამო ზოგი მიიჩნევს, რომ დღესასწაულს სათავე მათგან მიეცა.
ძველი ცრურწმენით, თუკი ვალენტინობის დღესასწაულზე გაუთხოვარ ქალს გულწითელა გადაუფრენს თავზე, მეზღვაურს გაჰყვება ცოლად. ბეღურა ღარიბი კაცის, მაგრამ ბედნიერი ცხოვრების ანალოგია, ჩიტბატონა კი მდიდარი ქმრის.
ქალაქ ვერონაში ჯულიეტას სახელზე ყოველ წელს 1000-მდე ვალენტინის ბარათი იგზავნება.
ბარათების მწარმოებელი ამერიკული ფირმა “ჰოლმარკი” 1330 სახის განსხვავებულ ბარათს აწარმოებს ვალენტინის დღესასწაულისთვის.
ვიქტორიანულ ეპოქაში ვალენტინის ბარათზე ხელის მოწერა უიღბლობის მომტანად ითვლებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტს პირველად ფოტო 1849 წლის 14 თებერვალს გადაუღეს. ფოტოგრაფი იყო მეთიუ ბრეიდი, პრეზიდენტი კი ჯეიმს პოლკი.
გული სიყვარულისა და ვალენტინობის სიმბოლოა. ანტიკურ კულტურაში ის სულის სამყოფელად მიიჩნეოდა, სხვების აზრით, ემოციებისა და აზროვნების წყარო იყო, კაცებისთვის – ძლიერების, კეთილშობილებისა და სამართლიანობის მიმცემი. გული სიყვარულთან ასოცირდებოდა, რადგან ბერძნული ეროსისა და რომაული კუპიდონის სამიზნე იყო. მათი ნასროლი ისარი სამუდამო სიყვარულს ბადებდა ადამიანში.
ყველაზე ძველი ბარათი ამ დღეს, როგორც ცნობილია, 1415 წელს გაიგზავნა ორლეანის ჰერცოგის მიერ მისი ფრანგი ცოლის მისამართით. ამჟამად ეს ბარათი ლონდონის მუზეუმში ინახება.

ვალენტინობა...

როგორც ვიკი დეიდა გვამცნობს ლუპერკალია – ეროტიული დღესასწაული იყო ქალღმერთ ჯუნო ფებრუატა და ღმერთ ფავნასადმი მიძღვნილი. ეს დღე აღინიშნებოდა 14 თებერვალს. მრავალი წლის მანძილზე ხალხში მტკიცედ დამკვიდრდა ეს დღე. ყოველი წლის 15 თებერვალს Lupercalia დღეს მსხვერპლად შეწირავდნენ ცხოველებს, მათი ტყავისაგან კი მათრახებს აკეთებდნენ, რომლებითაც შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცები ქალებს მოერეკებოდნენ წკეპლით ქალაქში. ქალები კი ამ წკეპლას იღებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი გახდა რომში, სადაც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ. დღესასწაულის ბოლოს კი ნაცემი ქალები სრულიად შიშვლდებოდნენ…
თუმცა, უფრო რომანტიული ლეგენდისადა მიხედვით….
494 წელს რომის პაპმა გელასიი პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით, რადგან ხალხი 14 თებერვალს მაინც სიყვარულის დღედ მიიჩნევდა.
წმინდა ვალენტინი 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა კლაუდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა ქრისტიანული წესების აღსრულების გამო. ლეგენდის თანახმად, მრისხანე კლაუდიუსი მეფობის დროს მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ჰყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო წმინდა ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან დამალულად მაინც აღასრულებდა. წმინდა ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელსაც შემდგომში ვალენტინად მოიხსენიებენ. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს.
1969 წელს ეს დღე კალენდარში შეიტანეს. ამგვარად, ყოველ 14 თებერვალს კათოლიკე ბიჭები უძღვნიან გოგონებს სასიყვარულო ბარათებს ”ვალენტინებს”. ასე ჩაანაცვლა ცრუმორწმუნე აღვირახსნილი ლუკრეციის დღესასწაული წმინდა ვალენტინის ხსენების დღემ, რომელიც თავის სიყვარულს ლამაზი ბარათით გამოხატავდა და წმინდა ქორწინების გულისთვის სიკვდილით დასაჯეს.
суббота, 11 февраля 2012 г.
ზამთრის ჩანახატები...
თოვლის ფიფქები დაუსრულებლად ირევა ერთმანეთში და ეფინება ყველაფერს.. ჩემს სულსაც ეფინება...
ბუსუსიანი, დიდი ფიფქები ფანჯრის მინას ეკრობიან და მაშინვე დნებიან.. დნებიან მაშინვე.. ხვალისთვის ყინვა სილამაზეებს დახატავს ჩემს ფანჯარაზე...
среда, 28 декабря 2011 г.
пятница, 16 декабря 2011 г.
გილოცავთ ბარბარობას
წმიდა დიდმოწამე ბარბარე (IVს.)
ხსენება 4(17) დეკემბერი
წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.

пятница, 9 декабря 2011 г.
Подписаться на:
Сообщения
(
Atom
)